Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

sajaro informacia

საჯარო ინფორმაციის შესახებ 2017 წლის ანგარიში

03-01-2018
საჯარო ინფორმაციის შესახებ 2017 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე -  სიღნაღის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება)  უფროსი ნატო კრაწაშვილი, ხოლო 2017 წლის 01 აგვისტოდან აღნიშნული პირის ფუნქციები დაკისრებული აქვს ამავე სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსს,  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ- ეკატერინე ხატიაშვილ.                      

                                 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2017 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,19” განცხადება, მათ შორის: არასამთავრებო ორგანიზაციიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასმედიის წარმომადგენელთაგან  16 განცხადება, მოქალაქეთაგან - 3 განცხადება.

 

შემოსული განცხადებებიდან ,,19” მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად;

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების  შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების - ნატო კრაწაშვილისა და ეკატერინე ხატიაშვილის  მიერ.

 

მიმდინარე წელს სიღნაღის  რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული  საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია