Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

sajaro informacia

საჯარო ინფორმაციის შესახებ 2022 წლის ანგარიში

27-12-2022

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს აპარატის, კანცელარიისა და მოქააქეთა მისაღების (განყოფილება) უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ნატო კრაწაშვილი .

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2022 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 12 განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამთავრებო ორგანიზაციიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასმედიის წარმომადგენელთაგან - 5 განცხადება, მოქალაქეთაგან - 7  განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან 10 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად,  1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 მოთხოვნა  არ  დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ნატო კრაწაშვილის მიერ.

მიმდინარე წელს სიღნაღის  რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული  საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია