Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ პირს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

27-09-2017
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ პირს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 თელავის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 26 სექტემბერს დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ქრთამის აღებისათვის ბრალდებულ ა.ე.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

 

 კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ფულის არამართლზომიერი მიღება, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

 სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რითაც გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს.

 

 საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია