დაიბადა 1973 წლის 10 მაისს ქ. თბილისში
1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-10 საშუალო სკოლა (ექსპერიმენტული კლასი) წარჩინებით.
1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N23 საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი.
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით.
1996-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, დიდუბის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი.
2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2004 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სპეციალიზაციით;
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
2005 წელს იყო ადვოკატი ,, დიდუბის ადვოკატთა გაერთიანება”-ში;
2006 წლიდან იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
2005-2009 წლებში მუშაობდა ფ.პ ,,ადვოკატი თამარ კაპანაძე“
2008-2009 წლებში იყო საქართველოს ანტიკრიზისულ საბჭოსთან არსებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მომუშავე ადვოკატთა(იურისტთა) ჯგუფის წევრი(ხელმძღვანელი);
2010-2016 წლებში გავლილი აქვს მრავალი სემინარი და ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკაზე, ფლობს შესაბამის სერთიფიკატებს.
2014 წლიდან იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი;
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;
2015 წელს გაიარა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის იუსტიციის მსმენელთა სრული სასწავლო კურსი;
2009-2017 წლებში მუშაობდა სპს ,,დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო”-ში ადვოკატად.
2008-2017 წლებში თანამშრომლობდა საადვოკატო კომპანიასთან ,,თინათინ ნაკაშიძე და პარტნიორები” და საადვოკატო კომპანიასთან ,, GLჩG”.
2016 წ. 10 ოქტომბრიდან არის მოწვეული მასწავლებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;
2017 წლის 11 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე თელავის რაიონულ სასამართლოში.