Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

13-02-2013
თელავის რაიონულმა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

 

2013 წლის 12 თებერვალის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ  კ.ღ. უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში.

კ.ღ-ს ბრალი ედებოდა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით, კერძოდ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის (ფულის) აღებაში.

როგორც გამოძიების, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა კ.ღ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. 

ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა წარდგენილი ბრალდებით კ.ღ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ კ.ღ-ი უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.  

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია