Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

04-04-2013
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა

   თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გ.ი. 150 ლარით დააჯარიმა. 

   სასამართლოზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, 2013 წლის 21 მარტს 10:30 წუთზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის სამუშაო ოთახში შევიდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე გ.ფ., რომელმაც განუმარტა, რომ წინააღმდეგობის გაწევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ჰყავდათ პირი, რომელიც წარსულში არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული და ჯარიმების გადახდაზე აცხადებდა კატეგორიულ უარს. გ. ფ-ს სურდა, რომ შსს სამმართველოს მოთხოვნა სამართალდამრღვევის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაფიქსირებულიყო  საქმის მასალებში.  აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულობის მიზნით გ.ფ. შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარესთან, რითაც დაირღვა საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები.

   საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა 2013 წლის 2 აპრილს, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესების დარღვევა დადასტურდა და საჯარო მოსამსახურე გ.ფ. დაჯარიმდა 150 ლარის ოდენობით.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია