Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

09-07-2013
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

2013 წლის 8 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების - თ.ქ-ს და ჯ.ქ-ს მიმართ.

  სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულებს თ.ქ-ს და ჯ.ქ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თ.ქ-ს და ჯ.ქ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით. ,, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით”.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას ცხადდებოდა გამოძიების ორგანოში, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, დაკავების დღს გამოცხადდა პროკურორთან და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მისი მიმალვისა და მტკიცებულების განადგურების შესაძლებლობის მოტივით.  შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირის ბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მიცემული ჰქონდა ჩვენება, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლის,თუ დაბარებისას არგამოცხადების ფაქტს, სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხისა და მტკიცებულების განადგურების ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულების თ.ქ-სა და ჯ.ქ-ს დაკავების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თ.ქ-სა და  ჯ.ქ-ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა, გათავისუფლდნენ სხდომათა დარბაზიდან, და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ გირაო 2000 ლარი. ასევე ბრალდებულებს თ.ქ-სა და ჯ.ქ-ს დაეკისრათ პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია