Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

24-07-2013
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

 

2013 წლის 24 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის - მ.დ-ს მიმართ.

  სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულის მ.დ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

  მ.დ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,ბ’’ ქვეპუნქტებით. ,,თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.’’

  სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულიყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას გამოცხადდა გამოძიების ორგანოში, ის დაკითხული იყო საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, დაკავების დღეს გამოცხადდა პროცესის მწარმოებელ ორგანოში და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მისი მიმალვისა შესაძლებლობის მოტივით.  შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირის ბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლას, მისი დაბარებისას არ გამოცხადების ფაქტს - სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულის მ.დ-ის დაკავების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.დ-ის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა, იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 15000 ლარის ოდენობით.

ასევე ბრალდებულს მ.დ-ს დაეკისრა პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია