Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

26-07-2013
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

 2013 წლის 26 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა კახეთის საოლქო პროკურატურის  შუამდგომლობა ბრალდებულის - ბ.თ-ის მიმართ.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა  დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ: ბრალდებულის ბ.თ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 ბ.თ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  273-ე მუხლით. ,, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი  ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის  მიერ.’’

 სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  გამოყენებული იძულების საპროცესო ღონისძიება - დაკავება არის კანონსაწინააღმდეგო და იგი უნდა გაუქმებულიყო და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად უნდა გამოყენებულიყო გირაო, რადგანაც ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ ბრალდებული გამოძახებისას გამოცხადდა გამოძიების ორგანოში და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მისი მიმალვის შესაძლებლობის მოტივით.  შესაბამისად, პროკურატურას, რომელსაც ამ დროისათვის უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული პირის ბრალდებულის სახით დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულის დაკავება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გამოცხადებული იყო გამოძახებისთანავე და არ ჰქონია ადგილი გამოძიებისთვის ხელის შეშლას, მისი დაბარებისას არ გამოცხადების ფაქტს - სასამართლო განჩინების გარეშე დასაკითხად თავისი ნებით მისული პირის დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით, ყოვლად დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულის ბ.თ-ის დაკავების საფუძველი.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ.თ-ის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიება დაკავება გაუქმდა, იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 ლარის ოდენობით.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია