Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

30-07-2013
პროკურორის შუამდგომლობა არ  დაკმაყოფილდა

 

 2013 წლის 29 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის  შუამდგომლობა ბრალდებულის - ა.შ-ის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად გირაოს გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, კერძოდ: ბრალდებულ ა.შ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.

  ა.შ-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით. ,,ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე’’.

   სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ  არ უნდა იქნას გამოყენებული არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება, იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად თუ ბრალდებული დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანას, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ანუ პატიმრობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი იმ დანაშაულისათვის, რაც არ ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას არათუ დაპატიმრება, დაკავებაც არ შეიძლება. ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გირაოს გადაუხდელობით, ბრალდებული ა.შ-ი პატიმარი გახდება დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. 

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა.შ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია