თამაზი სხილაძე დაიბადა 1988 წლის 14 მარტს ქ.ქუთაისში;
2005 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის №2 გიმნაზია;
2009 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სამართალმცოდნეობის” სპეციალობა;
2011 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა ,,სისხლის სამართლის” სპეციალობით;
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2010 წლის 28 სექტემბრიდან - 2011 წლის 28 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი, წარმატებით ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა და მიეცა სერტიფიკატი;
2011 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გაიარა საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსი, წარმატებით ჩააბარა პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა და მიეცა სერტიფიკატი;
2011 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა სტაჟიორ-პროკურორთა მოსამზადებელი კურსი;
2010 წელს მონაწილეობა მიიღო ქ.ქუთაისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც გადაეცა სიგელი საუკეთესო დამცველი;
2009 წელს გაიარა პროფესიული (სასწავლო) პრაქტიკა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ მიეცა სერთიფიკატი;
2011 წელს გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საგამოძიებო სამსახურში;
2012 წლის 18 ივლისიდან 2012 წლის 12 დეკემბრამდე მუშაობდა საჩხერის რაიონული სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე;
2012 წლის 13 დეკემბრიდან მუშაობს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს აპარატის სასამართლოს მენეჯერის თანამდებობაზე;
2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.