Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

ხაშურის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. ხაშურში, კოსტავას ქ. N15-ში.
აღნიშნული შენობა 1972 წელს სასამართლოსთვის აშენდა და მასში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა სანოტარო ბიურო, ადვოკატურა და სააღსრულებო ბიურო.
2007 წლის გაზაფხულზე, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც ხაშურის რაიონული სასამართლო ფუნქციონირებს განახლებულ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობაში.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება.

პირველივე სართულზეა განლაგებული ოთხი დარბაზი სასამართლოს სხდომებისათვის: ორი სისხლის სამართლის საქმეთათვის, ორი - სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განსახილველად.

შენობის მეორე სართულზე განლაგებულია სამუშაო ოთახები მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთათვის, ასევე სასამართლოს არქივი, სადაც ინახება განხილული საქმეები 2007 წლიდან დღემდე

2006 წლის ჩათვლით განხილული ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (ქ. თბილისი, სოფელი დიდი ლილო, ტელ: (995 32) 2748158  (995 32) 2748158 ; 2748162.

ხაშურის რაიონული სასამართლოს იურისდიქცია განსაზღვრულია ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და იხილავს კანონმდებლობით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს. იმავდროულად, მაგისტრატ მოსამართლეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ხაშურის რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეებიც.

 

ქარელის მაგისტრატი სასამართლო

ამჟამინდელი ქარელის მაგისტრატი სასამართლოს შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. ქარელში, ი. ჭავჭავაძის ქ. N3-ში, 1981 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა და მასში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა ქარელის რაიონის პროკურატურა, სააღსრულებო ბიურო და ადვოკატურა.
ქარელის მაგისტრატი სასამართლო ფუნქციონირებს 2007 წლის 1 მაისიდან და იგი ხაშურის გამსხვილებული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშაა.

შენობის პირველ სართულზეა მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება-რეგისტრაცია; პირველივე სართულზეა ასევე ერთი სხდომათა დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.
ქარელის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2007 წლიდან დღემდე, ხოლო 2006 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (ქ. თბილისი,სოფელი დიდი ლილო, ტელ: (995 32) 2748158  (995 32) 2748158 ; 2748162.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს შინაგანაწესი

 
მიმაგრებული ფაილი
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია