Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

15-12-2022
ხაშურის რაიონული სასამართლო აგრძელებს მოსწავლეებთან შეხვედრას

ხაშურის რაიონულ სასამართლომ 2022 წლის 02 დეკემბერს ხაშურის რაიონის სოფელ ვაყის სკოლის მოსწავლებს უმასპინძლა.მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ სამუშაო პირობებს და მუშაობის პროცესს. ასევე დიდი ინტერესი გამოთქვეს მოესმინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესზე. ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირმა გოგალაძემ და სასამართლოს აპარატის სხდომის მდივანმა ანნა მოსიაშვილმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამოწურავი პასუხები გასცეს. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სასამართლოს შენობაში გადაიღეს სურათები. სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ სასამართლოს თანამშრომლებით, გაწეული დახმარებით და ამგვარი ღონისძიების ხშირად ჩატარების სურვილი გამოთქვეს. ხაშურის რაიონული სასამართლო მომავალშიც მზადაა მსგავსი შეხვედრებისთვის, როგორც ხაშურის რაიონულ, ასევე ქარელის მაგისტრაატ სასამართლოში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია