Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

2020 წელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

21-12-2020

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს ანგარიში


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯომარის ბრძანებით დადგენილია ხაშურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

ნინო გოგალაძე - ხაშურის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების  განყოფილების უფროსი - 2007 წლის 17 ოქტომბრიდან ხაშურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მოწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.

ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, შემოვიდა 5 ფიზიკური პირის და 3 იურიდიული პირის განცხადება, მათ შორის დაკმაყოფილდა 6, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1, ხოლო ერთს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ხაშურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ საბანკო გადასახადის ქვითარი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნის გამო.


ნინო გოგალაძე


ხაშურის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია