Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

Cvens Sesaxeb

ჩვენს შესახებ

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო  მდებარეობს ქ. ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირი №358-ში. 2009 -2010 წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და სასამართლომ მუშაობა დაიწყო ახალ, განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში. სასამართლოს შენობა არის სამ სართულიანი. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. შენობაში განთავსებულია  სამი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, რომელთაგან ორი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისათვის, ხოლო ერთი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განსახილველად. მესამე სართულზე, ასევე  პირველ და მეორე სართულზე, სხდომის დარბაზების გარდა განთავსებულია  მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომლების სამუშაო ოთახები.

სასამართლო სხდომათა მიმდინარეობა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩაიწერება აუდიო-დისკზე. მოთხოვნის არასებობის შემთხვევაში მხარე პროცესის დასრულებისთანავე, ოპერატიულად მიიღებს აუდიო დისკს. სხდომის აუდიო ჩაწერის წაკითხვა შესაძლებელია ნებისმიერ მულტიმედიურ კომპიუტერში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის. ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21)

2009 წლის 10 სექტემბრიდან, სასამართლოს რეფორმის ფარგლებში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსთან გაერთიანებულია  ქედის, შუახევისა და  ხულოს რაიონული სასამართლოები. გაერთიანებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველყოფის მიზნით ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედებს  მაგისტრატი მოსამართლე, რომლებიც პირველი ინსტანციის წესით, ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით, განიხილავენ მათ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საჭიროების შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლე, განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯად  საქმეებსაც.

ამჟამად ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ასრულებს სამი მოსამართლე.

ქედის  მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს დაბა ქედაში, ჭავჭავაძის ქუჩა №5-ში.  2009  წელს შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და განახლებულ შენობაში ფუნქციონირებს მაგისტრატი სასამართლო, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება  მაგისტრ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

სასამართლო აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული  ტექნიკით. შენობაში განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ერთი სხდომის დარბაზი, ასევე მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო  ოთახები.

ქედის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის. ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21).

შუახევის მაგისტრატი სასამართლო მდებარეობს დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩა №34-ში.  2008  წელს შენობას ჩაუტარდა  რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში. სასამართლოს შენობა არის ერთ სართულიანი. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები და ერთი სხდომის დარბაზი, ასევე მოსამართლისა და აპარატის  თანამშრომელთა სამუშაო  ოთახები.

შუახევის მაგისტრატ სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით იხილება  მაგისტრ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

შუახევის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის. ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21).

ხულოს მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია დაბა ხულოში, აღმაშენებლის  ქუჩა №5-ში. 2009-2010 წლებში შენობას ჩაუტარდა  რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო ახალ, განახლებულ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შენობაში. სასამართლოს შენობა არის ორ სართულიანი. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, ხოლო მეორე სართულზე  ერთი სხდომის დარბაზი,  მოსამართლისა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო  ოთახები.

სასამართლოში პირველი ინსტანციის წესით იხილება  მაგისტრ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.

 

ხულოს მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან დღემდე, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში (მის. ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21).

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია