ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კონკურსს ჩაატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მისამართი: ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.#7). განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 სექტემბერი. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ მისამართზე hr.gov.ge |