Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

mosamarTleebi

შოთა  ნიკურაძე
შოთა ნიკურაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1975 წლის 1 ივლისს, ქ. სამტრედიაში.
1992 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის რკინიგზის #14-ე საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი. 


1999-2000 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის სტაჟიორი.
2000-2006 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.
 

 

2007 წელს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 

 

2007-2009 წლებში იყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 


2007-2009 წლიდან მივლინებული იყო
 და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ და ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში.


2009 წლის 30 მარტიდან მივლინებული
იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და იმავდროულად სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა  ტყიბულის რაიონულ სასამართლოში.


2010 
წლის 1 ოქტომბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ტყიბულის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.


2012 
წლის 27 თებერვლიდან დაეკისრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში  მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.  

 

2012 წლის  1 ივნისიდან  დაეკისრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს    მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტში. 

 

2012 წლის 7 ივნისიდან მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის  რაიონულ სასამართლოში და იმავდროულად  მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

 

2015წლის 1 დეკემბრიდან დაეკისრა სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

 

2017 წლის 25 მაისიდან გამწესდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

 

 

2018 წლის 22 თებერვლიდან გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

 

2020 წლის 23 მარტიდან დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 


აპარატი
ია როგავა
ია როგავა

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: 0492252874 (შიდა ნომერი 107)
ელ-ფოსტა: irogava@court.ge

ბიოგრაფია

დაიბადა 1989 წლის 28 მაისს, ქალაქ ზუგდიდში.

2006 წელს დაამთავრა ზუგდიდის ექსპერიმენტალურ-პრფილური სკოლა.

2010 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცედნოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2011 -2012 წლებში სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2013-2014 წლებში მუშაობდა საზოგადოებრი კოლეჯ ,,ეტალონში“.

2015 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინსიტრატორის მოხელის გამოცდა.

2017-2021 წლებში (არჩევნების პერიოდში)- მუშაობდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი.

2019 წელს, 2021 წელს - ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2021 წელს წარმატებით დაასრულა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სტაჟირების გამოცდა.

2022  წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით -  მუშაობდა ნოტარიუს ნინო ფერაძის შემცვლელ პირად.

 
 
ზურაბ ბალავაძე
ზურაბ ბალავაძე

მოსამართლე

ბიოგრაფია

ზურაბ ბალავაძე, დაიბადა 1983 წლის 17 ივნისს, .თბილისში. 

 

2000 წელს დაამთავრა ქ.თბილისის №62 საშუალო სკოლა.

 

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებულის ხარისხი.

 

2003 წლის იანვრიდან, 2003 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

2003 წლის ოქტომბრიდან, 2005 წლის მაისამდე მუშაობდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2005 წლის მაისიდან, 2005 წლის ნოემბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2005 წლის ნოემბრიდან, 2007 წლის იანვრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

 

2007 წლის იანვრიდან, 2007 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2007 წლის 24 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.   

 

2007 წლის დეკემბრიდან, 2008 წლის იანვრის ჩათვლით საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი.

 

2009 წლის მარტიდან, 2009 წლის დეკემბრამდე მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2009 წლის დეკემბრიდან, 2011 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

 

2010 წლის 29 იანვარს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

 

2011 წლის იანვრიდან, 2011 წლის მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება 2011 წლის მარტამდე.

 

2011 წლის მაისიდან, 2012 წლის ივნისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების სხდომის მდივნად.

 

2011 წლის 29 ოქტომბერს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012 წლის ივნისიდან, 2013 წლის მაისამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

 

2013 წლის 2-3 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნვერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში თემაზე, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების ახალი როლი და გამოწვევები ევროკავშირში.

 

2013 წლის ივლისიდან, 2013 წლის ნოემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.

 

2013 წლის ნოემბრიდან, 2014 წლის მარტამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

 

2014 წლის მარტიდან, 2015 წლის 25 დეკემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსად. 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.  

 

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.      

 

 


აპარატი
ნათია  გავაშელაშვილი
ნათია გავაშელაშვილი

მოსამართლის თანაშემწე
ტელეფონი: (+491) 22-10-38
კომენტარი: ზესტაფონის რაიონული სასამართლო

ბიოგრაფია
  1. ნათია გავაშელაშვილი დაიბადა 1992 წლის 23 ივლისს ქალაქ თერჯოლაში.

  2. 2010 წელს დაამთავრა ღვანკითის საჯარო სკოლა.

  3. 2014 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტისბაკალავრიატის კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

  4. 2013-2014 წლებში პრაქტიკული კურსი გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში.

  5. 2015-2017 წლებში მუშაობდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

  6. 2017 წლის ივნისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე ნაფიც მსაჯულთა საორგანიზაციო საკითხებში.

  7. 2018 - 2019 წლებში ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის მოვალეობას.

  8. 2019 წლის 24 მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებოაზე.

  9. 2021 წლის 26 ივლისიდან დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე.2023 წლის 30 ოქტომბრიდან მოსამართლის თანაშემწედ.

 
თამარ გელაშვილი
თამარ გელაშვილი

სხდომის მდივანი
ტელეფონი: (+492) 25-28-74 (შ/ნ:222)
ელ-ფოსტა: t.gelashvili@court.ge

ბიოგრაფია

 

დაიბადა 1981 წლის 21 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში.

1998  წელს დაამთავრა ზესტაფონის N6 საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის ჰუმანიტარულ- ტექნიკურ ფაკულტეტიდა მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2008 წელს სტაჟირება გაიარა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2009 წლის 4 დეკემბრიდან 2010 წლის 11 მაისამდე მუშაობდა  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს  თერჯოლის მუნიციპალიტეტში  მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.

2010 წლის 11 მაისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.  

 2017 წლის 27 აპრილიდან მუშაობს  ზესტაფონის რაიონული სასამართლოს  თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 ივნისიდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილობის სხდომის მდივნის თანამდებობაზე 

 

 
 

თანამდებობარაოდენობამდედრობითიმამრობითი
მოსამართლე202
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია