ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 2016 წლის 26 აგვისტოს გამოცხადებულ კონკურსში - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ქსელის ადმინისტრატორის ვაკანსიაზე შემოსული განცხადებების გადარჩევის შემდეგ,გასაუბრების ეტაპზე დაბარებული იქნა და გამოცხადდა 2 კანდიდატი. საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმათა უმრავლესობით. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში - 2016 წლის 16 სექტემბერს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარედგინა ირაკლი შველიძე |