ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) კურიერ-მძღოლის და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის თანამდებობებზე. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს . კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მისამართი ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.#7) . განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ მისამართზე www.hr.gov.ge |