Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურს სტაჟიორთა მისაღებად

12-10-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურს სტაჟიორთა მისაღებად

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად
სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერისა და შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

თ)"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;

ი) საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებსაქართველოს კანონი; 

კ)"საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/310 გადაწყვეტილება.

 

იხ.ლინკი http://www.court.ge/courts/zestafonis_raionuli_sasamarTlo/?page=420
მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსში მონაწილოებას გააგრძელებს და გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია (მისამართი .ზესტაფონი, წერეთლის .№7). განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 24 ოქტომბერი. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge .

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია