Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი გაამართლა

27-11-2017

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ბ.ბ-ის მიმართ, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება).

საქმის მასალების თანახმად, ბ.ბ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ 2017 წლის 26 მარტს დანითა და ბასრი იარაღით შეიარაღებული, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, შევიდა სუპერმარკეტში და მოითხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, სუპერმარკეტის თანამშრომლებს დაემუქრა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით (საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილი).

სასამართლომ ბ.ბ. უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა ყაჩაღობისათვის - საქართველოს სსკ 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ.ბ-ს ბრალეულობას ყაჩაღობის ჩადენაში.

 

ბ.ბ-ს ასევე, ბრალი ედებოდა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის (საქართველოს სსკ 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნულ ბრალდებაში იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. პატიმრობაში ყოფნის გამო, ბ.ბ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია