2019 წლის 25 იანვარს, 13 საათზე, ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართება ღია შეხვედრა პროკურორებთან, ადვოკატებთან და ზესტაფონში მოღვაწე იურისტებთან, რათა გაზიარებული იქნეს მათთვის USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი აქტივობების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრას.
|