Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 5 პირი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა

28-05-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 5 პირი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა

2012 წლის 29 მაისს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებულების - ო. რ.-ს, გ. დ.-ს, მ. ყ.-ს, ზ. გ.-ს და თ. ა.-ს მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის - ქურდობის ჩადენაში, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა. ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: 2012 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, ა.ა.ი.პ ,,თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები - ო. რ. გ. დ, მ. ყ. ზ. გ. და თ. ა. იმყოფებოდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში გამავალ საავტომობილო გზაზე, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ გზის განაპირა მხარეს დადებულ, ზ. ბ.-ს კუთვნილ ქვა-ღორღის გადამამუშავებელი დანადგარის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მათ მოათავსეს ო. რ.-ს მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში და იმავე დღეს ჩააბარეს ქალაქ ზესტაფონში მდებარე შპს მ. ჯართის მიმღებ პუნქტში.

 

აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ზ. ბ.-ს მიადგა 120 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულებმა - ო. რ.-მ, გ. დ.-მ, მ. ყ.ა, ზ. გ. და თ. ა. თავი არ ცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს გამართლება.

 

სამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სასამართლომ ბრალდებულები - ო. რ, გ. დ, მ. ყ, ზ. გ. და თ. ა. უ. ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია