Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-03-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

2012 წლის  22 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ გ. მ.-ს  მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდებაში. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ს.ს.კ-ის 176-ე მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდებული გ. მ. 2001 წლიდან ქროწინებაში იმყოფებოდა დ. მ.-ნ  რომელთანაც ჰყავს 11 წლის შვილი ა. მ. 2006 წლიდან ისინი განქორწინდნენ. 2011 წლის 26 იანვრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. მ-ს დაეკისრა ალიმენტის თანხის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, გ, მ, დღემდე ჯიუტად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, რის გამოც ალიმენტის გადაუხდელობით გამოწვეული დავალიანება შეადგენს 2100 ლარს.  

 

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გ, მ,-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.  სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ალიმენტის გადაუხდელობით დაზარალებულის მიმართ არსებული ვალი 2100 ლარი გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, ბრალდებულის უმუშევრობით და შესაბამისად მატერიალური შემოსავლების არარსებობით.

 

სასამართლომ ბრალდებული გ. მ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია