Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასაამრთლოს ორგანიზებით თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

06-03-2012
ზესტაფონის რაიონული სასაამრთლოს ორგანიზებით თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.

 ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ორგანიზებით თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში თერჯოლის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნული პროცესის ჩასატარებლად მოსწავლეებმა. შესაბამისი კონსულტაციები ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებისგან, სასამართლოს მენეჯერისგან და აპარატის სხვა თანამშრომლებისგან მიიღეს, რომლებმაც მოსწავლეებს გააცნეს სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები, სხდომის დარბაზში კომუნიკაციის წესები და პროცესის მიმდინარეობის სხვა თავისებურებანი. იმიტირებული სასამართლო პროცესით მოსწავლეებმა განიხილეს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობის იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე, რაც მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობასთან.  მოსწავლეებმა მოირგეს როგორც მოსამართლეთა, ასევე, ბრალდების, დაცვისა და მოწმეთა როლები. მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის არგუმენტები, გაეცნენ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, იმსჯელეს და გამოიტანეს განაჩენი.  აღნიშნული ღონისძიების მიზანია მოსწავლეთა ინფორმირება საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და მოსწავლეთა სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება. 

 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია