Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

21-02-2012
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული  უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.

 

2012 წლის 21  თებერვალს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის  შედეგად  დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ ი..-ს  მიმართ, რომელსაც  ბრალი ედებოდა სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად,  ი..-მ 2011 წლის 31 დეკემბერს ქ. ზესტაფონში შ.პ.ს. ,,ჯეოსელის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა, რომ მოქალაქე ე..-ს მანქანაში ჩაჯდომის დროს გზაზე დაუვარდა კუთვნილი საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 50 ლარი და პლასტიკური ბარათები. ი.. მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა  აღნიშნულ საფულეს.

 სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა ი..-მ   წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.

     სასამართლო სხდომაზე,  საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ  ბრალდებულმა ი..-მ აღნიშნული საფულე იპოვა მანქანების სავალ ნაწილზე შემთხვევით, იმ დროს როდესაც დაზარალებულის მიერ საფულის დაკარგვიდან გასული იყო გარკვეული პერიოდი, იგი ადგილზე არ იმყოფებოდა, არ იცოდა დაკარგული საფულის შესახებ  და შესაბამისად ი. ქობულაძეს დაზარალებულის დანახვა ფიზიკურად არ შეეძლო.  აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა სათვალთვალო  კამერების ჩანაწერებით.

  სასამართლომ   ბრალდებული ი.. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის  მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია