2011 წლის 26 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულების -- უ, ხ,-ს და გ, ქ,-ს მიმართ, რომელთაც ბრალი ედებოდათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის -- თვითნებობის ჩადენაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
კერძოდ, piris braldebis Sesaxeb dadgenilebis Tanaxmad უ. ხ. და გ. ქ. 2009 წლის ნოემბერში თბილისიდან ჩავიდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში -- ნ. ხ.-ს სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გ. ქ. და უ. ხ. მიიჩნიეს რა თავისად, სახლში არსებული ნ. ხ.-ს კუთვნილი სპილენძისგან დამზადებული არყის სახდელი ქვაბი, თვითნებურად, ისე რომ არ შეატყობინეს ნივთის მესაკუთრეს, მიყიდეს მეზობელს -- ჟ. ჩ.-ს, რითაც ნ. ხ.ს მიადგა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულებმა -- უ. ხ. და გ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და მოითხოვეს გამართლება.
სასამართლო გამოძიების დროს გამოკვლეული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის.
სასამართლომ ბრალდებულები -- უ. ხ. და გ. ქ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მათ მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
|