,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 ივნისის რეკომენდაციისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 8 ივნისის ბრძანების საფუძველზე, მივმართავთ მოქალაქეებს თხოვნით, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზესტაფონის რაიონული (მათ შორის ხარაგაულისა და თერჯოლის მაგისტრატ) სასამართლოსათვის (შემდგომში - სასამართლო) მომართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge), რომლის მომსახურების საფასურიც გაუქმებული იქნება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ) და საფოსტო სერვისებით.
|