Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

28-03-2023
ზესტაფონის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ზესტაფონის რაიონული სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 11 აპრილი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ზესტაფონის რაიონული  სასამართლო".

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 124- მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს,  მათ შორის სასამართლოში I, II და III რანგის თანამდებობაზე პირის მოხელედ მიღებისას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია