Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

sasamarTlosTan dakavSirebuli kanonmdebloba

სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა

საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ დებულება 
საკანონმდებლო მაცნე
კოდექსის პროგრამა 

 

საკონსტიტუციო სამართალი

საქართველოს კონსტიტუცია

 

სისხლის სამართალი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

 

სამოქალაქო სამართალი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ 

 

ადმინისტრაციული სამართალი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ”საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/310  

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში 

მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები 

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები (შემდგომში - სტანდარტებიგანსაზღვრავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების მოხელეთა მოქალაქეებთან უშუალო და ელექტრონული კომუნიკაციის წესსარეგულირებს მოსამართლის კომუნიკაციას სხდომათა დარბაზშიადგენს მოხელის გარეგნობის სტანდარტს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

სტანდარტებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 

მოქალაქე – ნებისმიერი პირირომელიც უშუალო ან ელექტრონულ კომუნიკაციას ამყარებს მოხელესთან; 

მოხელე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოს თანამშრომელი (მათ შორის მოსამართლემანდატური და სტაჟიორი), რომელიც სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უშუალო ან ელექტრონულ კომუნიკაციას ამყარებს მოქალაქესთან; 

კომუნიკაცია – ნებისმიერი სახის ურთიერთობა მოხელესა და მოქალაქეს შორის. 

 

მუხლი 3. პრინციპები

1. სტანდარტები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

კეთილსინდისიერება;

კეთილგანწყობა;

სისწრაფე;

სიმარტივე;

უწყვეტობა.

2. მოხელე ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს მისთვის მინდობილი  უფლებამოსილებანი და მასზე დაკისრებული ვალდებულებებიაღიქვამდეს პასუხისმგებლობას რომ ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ უფლებამოსილებას.

 

თავი II

უშუალო კომუნიკაცია

 

მუხლი 4. კომუნიკაციის დაწყება

მოქალაქის მიღებისას მოხელე ვალდებულია:

დაამყაროს მასთან თვალებით კონტაქტი და გაუღიმოს;

მიესალმოს მას მეგობრულად (ფამილარობის გარეშე);

მიმართოს მას სახელითთუკი აღნიშნული ცნობილია მისთვის

აგრძნობინოს მას კეთილგანწყობა;

შესთავაზოს მას დახმარება (,,რით შემიძლია დაგეხმაროთ?”).

 

მუხლი 5. კომუნიკაციის მიმდინარეობა

1. მოხელემ მოქალაქეს უნდა მიმართოს სახელით (თუ მოხელემ არ იცის მოქალაქის  სახელი და არც მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი აქვსმას შეუძლია მოქალაქეს მიმართოს  კითხვით ,,უკაცრავადთქვენი სახელია?”, ან ,,უკაცრავადროგორ მოგმართოთ?”, ან  ,,უკაცრავადთქვენს სახელს ხომ ვერ შემახსენებთ?”, ან სხვ.), ესაუბროს თქვენობით და მოიხსენიოს იგი სიტყვებით ,,ქალბატონო” ან ,,ბატონო”.

2. მოხელე ვალდებულია ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს მოქალაქეზემოხელის კომუნიკაცია მოქალაქესთან უნდა ატარებდეს უწყვეტ ხასიათსდაუშვებელია მოქალაქესთან კომუნიკაციის თანადროულად ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება (მაგჭამასმასაღეჭი რეზინის ღეჭვამესამე პირთან საუბარისაბუთების დაწყობაკომპიუტერში რაიმეს კეთება და ..). მოქალაქესთან კომუნიკაციის შეფერხებისას (მაგსამსახურეობრივი სატელეფონო ზარიმესამე პირის შეკითხვამოქალაქის დატოვება მისთვისვეაუცილებელ საქმეზე და ..) მოხელემ უნდა მოიხადოს ბოდიში და სასწრაფოდ მოაგვაროს შექმნილი შეფერხებასასურველიარომ კომუნიკაციის განახლებისას მოხელემ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოუხადოს ბოდიში შექმნილი შეფერხებისათვისთუ მოქალაქესთან ურთიერთობის შეფერხების მიზეზი მესამე პირის შეკითხვაამოხელემ უნდა სთხოვოს მესამე პირს დალოდებაკითხვაზე პასუხი კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გასცეს.

3. მოხელემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და არ გააწყვეტინოს სათქმელი მოქალაქესსათქმელის დასრულების შემდეგ მოხელემ კითხვებით უნდა მიმართოს მოქალაქესთუ მისი მოთხოვნის არსი არაა ნათელი ან დაზუსტებას საჭიროებს.

4. სასურველია მოხელემ მოქალაქესთან კომუნიკაცია აწარმოოს წინადადებათა პოზიტიური და არა ნეგატიური ფორმულირებითმოხელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების დაუშვებლობის ნაცვლად აქცენტირება უნდა მოახდინოს პროცესუალურ ალტერნატივაზეამგვარის არსებობის შემთხვევაში.

5. მოხელემ უნდა ისაუბროს ლაკონურად და მარტივი ენითმოხელემ არაიურისტ მოქალაქესთან კომუნიკაციისას უნდა გამოიყენოს იურიდიული განათლების არმქონეჩვეულებრივიგონიერი ადამიანისათვის გასაგები ტერმინოლოგია და განმარტოს იმგვარ ცნებათა მნიშვნელობარაც მოქალაქისათვის არ იქნება გასაგები.

6. მოხელე ვალდებულია დაიცვას მოქალაქის უფლება პირადკომერციულ ან/და პროფესიულ საიდუმლობაზე – არ განაცხადოს მათ შესახებ სხვათა გასაგონადთუ აღნიშნული თავად მოქალაქის მოთხოვნას არ წარმოადგენს.

7. მოხელემ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული და უტყუარი ინფორმაციათუ მოხელეს ეჭვი ეპარება გასაცემი ინფორმაციის ნამდვილობაშიმან უნდა მოიხადოს ბოდიში და გადაამოწმოს ინფორმაციის ნამდვილობა კომპეტენტურ მოხელესთანმოხელე ვალდებულია თავად მოიძიოს მისთვის უცნობიმაგრამ დაწესებულებაში დაცული ინფორმაციაამ ვალდებულების განხორციელებისათვის მოხელე უფლებამოსილია დაუკავშირდეს სხვა მოხელეს მისი სტრუქტურული კუთვნილებისა და ადგილსამყოფლისმიუხედავადმოხელე თავისუფლდება ამ ვალდებულების განხორციელებისაგანთუ ინფორმაციის მოპოვება ობიექტურად შეუძლებელია ან მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარეგაუმართლებელიასეთ შემთხვევაში მოხელემ უნდა გადაამისამართოს მოქალაქე

8. იმ შემთხვევაშითუ მართებულ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება მოქალაქის რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებამოხელე ვალდებულია გამოხატოს მწუხარება აღნიშნულის თაობაზე („ვწუხვარმაგრამ...”) და დაასაბუთოს უარი.

9. მოხელე არ უნდა ედავოს თანამშრომელს მოქალაქის თანდასწრებით.

 

მუხლი 6. მოქალაქის გადამისამართება

1. გადამისამართებისას მოხელემ უნდა განუმარტოს მოქალაქეს გადამისამართების მიზეზი.

2. გადამისამართება შესაძლოა ატარებდეს ზოგად ან/და პერსონიფიცირებულ ხასიათსმოხელემ მოქალაქეს უნდა მიუთითოს გადამისამართების სუბიექტის მაქსიმალურად სრულყოფილი საკონტაქტო მონაცემები (სახელი და გვარითანამდებობასახელწოდებამისამართიტელეფონისა და ფაქსის ნომრებიელექტრონული ფოსტის მისამართისამუშაო საათები). მოხელეს შეუძლია მოქალაქეს მიუთითოს გადამისამართების სუბიექტთა რამოდენიმე ალტერნატივაზემათი არსებობის შემთხვევაში.

3. მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეს შესაძლებელია წერილობითი ფორმით მიეწოდოს გადამისამართების სუბიექტის საკონტაქტო მონაცემები.

 

მუხლი 7. კომუნიკაცია უკმაყოფილო მოქალაქესთან

1. მოხელემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს უკმაყოფილო მოქალაქეს.

2. თუ მოქალაქის უკმაყოფილება გამოწვეულია დაწესებულების ბრალითმოხელემ უნდა აღიაროს აღნიშნულიმოიხადოს ბოდიში და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლადთუნდაც იგი უშუალოდ მისი ბრალით არ იყოს გამოწვეულითუ მოხელე არაა უფლებამოსილი აღმოფხვრას პრობლემაიგი ვალდებულია თავად დაუკავშირდეს კომპეტენტურ თანამშრომელსთუ დაკავშირება შეუძლებელია ან არაეფექტურიმოხელემ უნდა გადაამისამართოს მოქალაქე.

3. მოხელემ არ უნდა დაადანაშაულოს მოქალაქე ტყუილშითუნდაც იგი დარწმუნებული იყოს აღნიშნულში.

4. მოხელემ უნდა შეატყობინოს მოქალაქეს პრობლემის მოსაგვარებლად მიღებული ზომები და ვადარაც მის აღმოსაფხვრელად იქნება საჭირო.

5. თუ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება გონივრულ ვადაშიმოხელემ უნდა ჩაინიშნოს მოქალაქის საკონტაქტო მონაცემებიშეატყობინოსრომ განსაზღვრულ დროს ან პერიოდში დაუკავშირდება და მოუხადოს ბოდიშიმოხელემ არ უნდა დაარღვიოს დათქმული ვადაიმ შემთხვევაშითუ აღმოჩნდებარომ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია დამატებითი დრომოხელე უნდა დაუკავშირდეს მოქალაქეს დათქმულ დროს ან პერიოდშიგანუმარტოს შეფერხების მიზეზებიმოიხადოს ბოდიში და ამცნოს შემდეგი დაკავშირებისვადა.

 

მუხლი 8. კომუნიკაცია ტექნიკური პრობლემით გამოწვეული შეფერხებისას თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ფერხდება ტექნიკური მიზეზითმოხელემ მოქალაქეს უნდა მოუხადოს ბოდიშიმოხელემ არ უნდა განიხილოს შექმნილი პრობლემა მოქალაქესთანთუ შეფერხება ხანმოკლე ხასიათს ატარებსმოხელემ უნდა აუხსნას მოქალაქეს შეფერხების მიზეზებიამცნოს შეფერხების მიახლოებითი ვადა და შესთავაზოს ალტერნატივები (მათი არსებობის შემთხვევაში), თუ შეფერხება ხანგრძლივ ხასიათს ატარებს

 

მუხლი 9. კომუნიკაციის დასრულება

1. კომუნიკაციის დასრულებისას მოხელემ მოქალაქესთან უნდა დაამყაროს თვალებით კონტაქტი და გაუღიმოს.

2. მოხელე უნდა დარწმუნდეს იმაშირომ მოქალაქე კმაყოფილი დარჩა მასთან კომუნიკაციითთუ მოქალაქე უკმაყოფილოასასურველია მოხელემ სცადოს მისი დამოკიდებულების გამოსწორებამოხელეს შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეს დაწესებულების სავიზიტო ბარათიმოხელემ უნდა გამოხატოს მზადყოფნა შემდგომი დახმარებისათვის.

3. მოხელე უნდა დაემშვიდობოს მოქალაქეს და გადაუხადოს მადლობა.

4. მოქალაქესთან დამშვიდობებამდე მოხელემ არ უნდა დაიწყოს კომუნიკაცია მომდევნო მოქალაქესთან.

 

თავი III

ელექტრონული კომუნიკაცია

 

მუხლი 10. ზოგადი დებულება

ელექტრონული კომუნიკაცია წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვითამ თავში მოცემული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 11. სატელეფონო კომინიკაცია

1. მოხელე ვალდებულია სამუშაო დღის დაწყებისას და შემდგომ პერიოდულად დარწმუნდესრომ მისი სამსახურეობრივი ტელეფონი მუშა მდგომარეობაშია.

2. მოხელემ ყურმილი უნდა აიღოს არაუგვიანეს მესამე ზარისა.

3. მოხელემ უნდა დაასახელოს მისი სახელი და გვარი და მიმართოს მოქალაქეს სიტყვით ,,გისმენთ”.

4. მოხელემ ტელეფონზე უნდა ისაუბროს სასიამოვნოსაშუალო ტონით და არ უნდა აგრძნობინოს მოქალაქესრომ ეჩქარება.

5. საჭიროების შემთხვევაში მოხელეს შეუძლია გადაამისამართოს მოქალაქე.

 

მუხლი 12. კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით

1. მოხელე ვალდებულია სამუშაო დღის დაწყებისას და შემდგომ პერიოდულად შეამოწმოს მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა.

2. მოხელე ვალდებულია 16:00 საათამდე შემოსულ ელექტრონულ წერილებს უპასუხოს იმავე დღესხოლო 16:00 საათის შემდეგ შემოსულ ელექტრონულ წერილებს – მეორე დღესგარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ან გონივრულად გამართლებული გამონაკლისებისა.

3. მოხელის ელექტრონული წერილი უნდა დაიწეროს დანართი 1-ში მოცემული ფორმის დაცვით.

 

თავი IV

მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში

 

მუხლი 13. ზოგადი დებულება 

მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვითამ თავში მოცემული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 14. მოსამართლის კომუნიკაცია სხდომათა დარბაზში

1. მოსამართლე თავდაჭერილად და პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მოქალაქეებს.

2. მოსამართლემ უნდა ისაუბროს ოფიციალური სტილითპრინციპული ტონით და საჭიროების მიხედვით იყოს ზომიერად მკაცრიმაგრამ არ შელახოს მოქალაქის ღირსება.

3. მოსამართლემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს მოქალაქეებს და არ გააწყვეტინოს მათ სიტყვაეს წესი არ მოქმედებსთუ მოქალაქის სიტყვა შეუსაბამოა საქმის არსთან ან მიზნად ისახავს საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას.

4. მოსამართლე არ უნდა შევიდეს მოქალაქესთან კონფლიქტში და არც ფამილარული დამოკიდებულება არ უნდა გამოამჟღავნოს.

5. მოსამართლემ უნდა ისაუბროს ლაკონურად და მარტივი ენითრათა მოქალაქისათვის ნათელი იყოს მისი კითხვისმოთხოვნისა თუ გადაწყვეტილების შინაარსი.

6. მოსამართლის კომუნიკაცია არ უნდა იწვევდეს ობიექტურ ეჭვს მისი მიკერძოებულობის ან დამოკიდებულების თაობაზე.

7. მოსამართლემროგორც ნეიტრალურმა არბიტრმაარ უნდა გამოხატოს მისი პიროვნული დამოკიდებულება და ემოციები არც ვერბალური და არც არავერბალური (მიმიკასხეულის მოძრაობა და სხვ.) ფორმით.

8. ამ თავის წესები მოსამართლემ თანაბრად უნდა გაავრცელოს საქმეში მონაწილე ყველა მოქალაქის მიმართ.

 

თავი V

მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან

 

მუხლი 15. ზოგადი დებულება

მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან წარმოებს II თავით დადგენილი წესების დაცვითამ თავში მოცემული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 16. მანდატურის კომუნიკაცია მოქალაქესთან

1. მანდატური თავისი საქციელითა და საუბრის მანერით პატივისცემასა და კეთილგანწყობას უნდა იწვევდეს მოქალაქეში და არა შიშსა და დაძაბულობას.

2. მანდატური გულისხმიერად უნდა მოეკიდოს მოქალაქის ნებისმიერ მოთხოვნასა და კითხვასმიასწავლოს მას სხდომათა დარბაზის მდებარეობაწარუდგინოს პასუხისმგებელ მოხელესსაჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს გადაადგილებაში.

3. თუ მოქალაქეს ემჩნევა დაბნეულობამანდატური ვალდებულია თავად შესთავაზოს მას დახმარება (,,რით შემიძლია დაგეხმაროთ?”, ,,რამე ხომ არ გჭირდებათ?”).

 

თავი VI

გარეგნობის ზოგადი სტანდარტი

 

მუხლი 17. ზოგადი დებულებები 

1. ამ თავში მოცემული ნორმები მხოლოდ იმ ნაწილში ვრცელდება მოსამართლეებსა და მანდატურებზერაც სპეციალური კანონმდებლობით არ არის დადგენილი.

2. მოხელე უნდა ცდილობდეს შექმნას სასიამოვნო და ეფექტური სამუშაო გარემოიგი თავისი გარეგნობით უნდა შეესაბამებოდეს მოხელის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს.

 

მუხლი 18. ტანსაცმელი

1. რეკომენდირებულია მოხელე იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკიკოსტუმიჰალსტუხიპერანგიქვედაბოლო და სხვ.).

2. მოხელე უნდა იმოსებოდეს სადადელეგანტურად და გემოვნებითდაუშვებელია შეუფერებელიგამომწვევივულგარულიავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.

3. დაუშვებელია საქმიან სტილთან სხვა სტილის (მაგსპორტულისაშინაო და სხვ.) აღრევა.

4. მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ტანსაცმლის ფერთა სიჭარბეტანსაცმელში სასურველია მაქსიმუმ ოთხი ფერი ფიგურირებდესოთხიდან მინიმუმ ერთი ფერი უნდა იყოს ნეიტრალური (შავი ან თეთრი ტონალობები (კრემისფერირძისფერი)). ფერთაგან რეკომენდირებულია შავინაცრისფერიყავისფერითეთრი ან/და მუქი ლურჯი.

5. დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარებარომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამიგამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

6. როგორც ქალიისე კაცი მოხელეებისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.

7. კაბარომელსაც ქალი მოხელე ატარებსარ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს.

8. ქალი მოხელეებისათვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება.

9. მამაკაცი მოხელეებისათვის მიზანშეწონილია ჰალსტუხის ტარება.

10. დაუშვებელია ტანსაცმლის მასალას შეადგენდეს ჯინსის ნაჭერი.

 

მუხლი 19. ფეხსაცმელი და აქსესუარები

1. მოხელემ უნდა ატაროს ყავისფერიშავი ან სხვა მუქი ფერის ფეხსაცმელი და ერთი ტონალობის წინდები.

2. მოხელემ გემოვნებით და მათი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს აქსესუარები (მაგქუდიხელთათმანიხელჩანთასამაჯურიყელსაბნევი და სხვ.)

3. დაუშვებელია სასამართლოს შენობაში ქუდისკეპის ან სხვა თავსაბურავის ტარებაგარდა რელიგიური ან სხვა ნიშნით გამართლებული გამონაკლისებისა.

 

მუხლი 20. თავის მოვლა

1. მოხელე უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს

მოწესრიგებული.

2. მოხელემ ყოველდღიური პარფიუმერია და კოსმეტიკა უნდა შეარჩიოს გემოვნებით და გამოიყენოს ზომიერადრათა გაღიზიანებას არ იწვევდეს სხვა მოხელეებსა და მოქალაქეებში.

 

თავი VII

გარეგნობის სპეციალური სტანდარტი

 

მუხლი 21. ზოგადი დებულებები

1. გარეგნობის სპეციალური სტანდარტზე ვრცელდება VI თავის ნორმათა მოქმედებაამ თავში მოცემული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით.

2. გარეგნობის სპეციალური სტანდარტის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ მოხელეზევინც პერმანენტულ და უშუალო კომუნიკაციას ამყარებს მოქალაქესთან (მაგსხდომის მდივანიმოსამართლის თანაშემწემისაღების მოხელესტაჟიორი და სხვ.).

3. გარეგნობის სპეციალური სტანდარტი არ ვრცელდება მოსამართლეებსა და მანდატურებზე.

 

მუხლი 22. ტანსაცმელი

1. მოხელე ვალდებულია იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკიკოსტუმიჰალსტუხიპერანგიქვედაბოლო და სხვ.).

2. სხდომის მდივანი ვალდებულია სხდომათა დარბაზში ატაროს თეთრი ფერისა და კლასიკური სტილის ზედატანი ან პერანგი.

3. კაცი მოხელე ვალდებულია ატაროს ჰალსტუხი.

 

მუხლი 23. მოხელის იდენტიფიცირების ნიშანი (ბეჯი)

1. მოხელე ვალდებულია ატაროს მისი ვინაობის იდენტიფიცირების ნიშანი (ბეჯი).

2. მოხელის იდენტიფიცირების ნიშანზე (ბეჯზეაღინიშნება მოხელის სახელიგვარი და თანამდებობა.

 

მუხლი 24. პასუხისმგებლობა სტანდარტების დარღვევისათვის

 

მოხელის მიერ სტანდარტების დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას  კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია