სასამართლოს კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოებას.
სასამართლოს კანცელარია უზრუნველყოფს:
ა) სასამართლოში შემოსული კორესპოდენციის, ნივთმტკიცების მიღებას, რეგისტრაციას, მათ ადრესატებისათვის დაგზავნას;
ბ) სასამართლოში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეების გადაცემას სასამართლოს თავმჯდომარისათვის ან შესაბამისი პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარისათვის;
გ) პირველადი სტატისტიკური დოკუმენტების წარმოებას, სტატისტიკური ანგარიშების სწორ და დროულ შედგენას;
დ) სააპელაციო, საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძველზე ზემდგომ სასამართლოში საქმეთა გაგზავნასა და დაინტერესებულ პირთათვის შეტყობინებას (საჩივრის შემტან პირს ეცნობება საჩივარზე პირადი ხელმოწერით, ხოლო საჩივრის ფოსტით გამომგზავნს გაეგზავნება შეტყობინება);
ე) იმ თანხების ამოღების კონტროლს, რომლებიც პირს დაეკისრა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ვ) კერძო განჩინება">განჩინებათა აღრიცხვას და კონტროლს მათი დროული შესრულებისადმი;
ზ) სასამართლოს ბრძანებათა, განჩინება">განჩინებათა (დადგენილება">დადგენილებათა) და განკარგულებათა წიგნის წარმოებას;
თ) სისხლის სამართლის, სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვასა და უსაფრთხო შენახვას;
ი) სასამართლო არქივის წარმოებას იმ სასამართლოებში, სადაც ცალკე არ არის გამოყოფილი არქივი;
კ) საიდუმლო საქმისწარმოებას კანონით დადგენილი წესით;
ლ) ნივთიერ მტკიცებულებათა უსაფრთხო შენახვასა და დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ;
ნ) საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების საფინანსო სააგენტოსათვის გაგზავნის თაობაზე.
კანცელარიის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს კანცელარიისა და სასამართლოს არქივის საქმიანობას (თუ სასამართლოში არ არის არქივარიუსის შტატი);
ბ) ანაწილებს სამუშაოს სასამართლოს კანცელარიის მუშაკთა შორის;
გ) რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში აწარმოებს სასამართლოს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვას და აკონტროლებს მათ მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
დ) განიხილავს შემოსულ კორესპოდენციას, საჩივრებს, განცხადებებს და მოახსენებს სასამართლოს თავმჯდომარეს;
ე) ახდენს ყველა შემოსული სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმისა და სხვა დოკუმენტების რეგისტრაციას ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში”;
ვ) უზრუნველყოფს განრიგების წარმოებას;
ზ) აკონტროლებს პირველადი სტატისტიკური აღრიცხვის დოკუმენტების წარმოებას;
თ) აკონტროლებს სააღრიცხვო-სტატისტიკური ბარათებისა და საქმის განხილვის ფორმულარის წარმოებას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, აგრეთვე პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში წარმოდგენას, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშების სწორად და დროულად შედგენას;
ი) აკონტროლებს ზემდგომ სასამართლოში იმ საქმეთა დროულ გაგზავნას, რომლებზეც შემოსულია სააპელაციო, საკასაციო ან კერძო საჩივარი;
კ) აწარმოებს კერძო განჩინება">განჩინებათა (დადგენილება">დადგენილებათა) აღრიცხვას და აკონტროლებს იმ მიმოწერას, რაც მათ აღსრულებას ეხება;
ლ) აკონტროლებს სხვა სასამართლოდან გამოგზავნილ სასამართლო დავალებათა აღრიცხვას;
მ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების, ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვისა და შენახვის ორგანიზაციას.
კანცელარიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ:
ა) სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა და სხვა მასალების რეგისტრაციას, აღრიცხვასა და შენახვას (რეგისტრაციის შემდეგ საქმეს გადასცემენ მოსამართლეს ან მის თანაშემწეს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით);
ა1) სასამართლოში სარჩელის შეტანისას მოსარჩელეთა მიერ პროცესის მონაწილე პირთა საიდენტიფიკაციო ფორმულარის შევსებას. სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში ამ ფორმულარს შესავსებად უგზავნიან მოპასუხეს, ხოლო თუ სარჩელი ფოსტითაა გაგზავნილი, ასევე – მოსარჩელეს. მოსარჩელე და მოპასუხე, რომელთაც ფოსტით გაეგზავნათ ფორმულარი, ვალდებული არიან შევსებული ფორმულარი დაუბრუნონ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოსამართლის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის დანიშნულ ვადაში;
ბ) სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბარათების წარმოებას;
გ) სტატისტიკური ანგარიშების შედგენას;
დ) სასამართლოს აღმასრულებლისათვის გადაცემული სააღსრულებო დოკუმენტების რეგისტრაციასა და აღრიცხვას;
ე) სასამართლოს განაჩენების, გადაწყვეტილებების, განჩინებების, დადგენილებების აღსრულებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და გაგზავნას;
ვ) დამთავრებული საქმეების, ჟურნალებისა და ბარათების მომზადებასა და არქივში ჩაბარებას;
ზ) სასამართლოს საქმეებიდან ცალკეული დოკუმენტების, დამოწმებული ასლებისა და საქმეთა გამო წერილობითი ცნობების გაცემას, რაც უნდა მოხდეს განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნისა და მოსამართლის ნებართვის საფუძველზე;
თ) სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლისა და კანცელარის გამგის სხვა დავალებათა შესრულებას.
|