2014 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა აქციაში "მწვანე მომავალი" მონაწილეობა მიიღეს და ნერგები დარგეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული იფანის, წიფელას, მუხის და ნეკერჩხალის 50 ნერგი სასამართლოს ეზოში დაირგო.
”მისასალმებელია, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, პროქტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. თბილისის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისათვის სასიკეთო ინიციატივებში”- განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა. |