quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

29-04-2014

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილისა და „ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოგანჩინება">განჩინება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განკარგულებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გატარდა „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ მიერ ქალაქ გორის მერობის კანდიდატად წარდგენილი - ირაკლი ოქრუაშვილი.

 

აღნიშნული განკარგულება გასაჩივრებული იქნა პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანი საქართველოსათვის” და პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო პარტიის“ მიერ.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 22 აპრილის განკარგულებით გაუქმდა გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აპრილის განარგულება ქალაქ გორის მერობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია