quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი სააპელაციო სასამართლოში

05-05-2014

2014 წლის 4 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის “დანაშაული და სამართალი” ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ მე-7 და მე-10 გუნდები.გამარჯვება მე-10 გუნდმა მოიპოვა. ფინალის მსვლელობისას ასევე გამოვლინდა: საუკეთესო ბრალმდებელი - მარიამ ორჟონია, საუკეთესო დამცველი - თამარ აბულაძე, საუკეთესო მოწმე - ნანა მაისურაძე

ფინალში გუნდებს აფასებდნენ:რენატა ვინტერი, სიერა-ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლომოსამართლე და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი; დავით სულაქველიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან ჩომახაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.

 

გამარჯვებული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,500 ლარის ოდენობით და გაემგზავრებიან ვიზიტით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ქ. ჰააგაში, ჰოლანდია;

მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ ინდივიდუალურ გრანტს 1,000 ლარის ოდენობით.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ სამართლებრივი ოლიმპიადა: "დანაშაული და სამართალი"-ის, მეოთხედფინალისა და ნახევარინალის ჟიურის წევრები სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები იყვნენ. გელა ბადრიაშვილმა, მაია ივანიძემ, შორენა ყაველაშვილმა, მაია თეთრაულმა და ლევან თევზაძემ შეჯიბრის ფარგლებში მონაწილეთა მომზადების დონე და სამართლებრივი ცოდნა შეაფასეს.   

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ განსაკუთრებულ მადლობას გადაუხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეჯიბრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია