2014 წლის 29 სექტემბერს, სასტუმრო ”რუმსში” მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრაქტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ”სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” მხარდაჭერით შედგა და მასში იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მტკიცებულებათა დასაშვებობა, ჩხრეკა-ამოღების საკითები, დაკავების დასაბუთებულობა და დაკავების ოქმის დაუშვებლად ცნობის მიზეზები, დაზარალებულის სამართლებრივი მდგომარეობა, საპროცესო შეთანხმება ცვლილებების მიხედვით და მტკიცებულებათა სტანდარტი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას - ამ საკითებზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს მართლმსაჯულების აღნიშნულ მიმართულებებზე. |