quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

07-10-2014

2014 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს თენგიზ ერისთავის უფლებების დამცველებმა,   ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 

თენგიზ ერისთავს  ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. 

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად სცნო,  განიხილა ზეპირი მოსმენით და ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის,  გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე - დააკმაყოფილა. ბრალდებული თენგიზ ერისთავი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე და თავად ბრალდებული. სასამართლომ გაითვალისწინა,  ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებებში  მონაწილე ყველა პირი, რაც თავისთავად მინიმუმამდე ამცირებს მოწმეებზე ზემოქმედების რისკს.  სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძვლები. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა  29 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია