quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

22-03-2012

2012 წლის  22 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დაადგინა გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულ გ. მ.-ს  მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდებაში. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს ს.ს.კ-ის 176-ე მუხლით და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმა">ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდებული გ. მ. 2001 წლიდან ქროწინებაში იმყოფებოდა დ. მ.-ნ  რომელთანაც ჰყავს 11 წლის შვილი ა. მ. 2006 წლიდან ისინი განქორწინდნენ. 2011 წლის 26 იანვრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. მ-ს დაეკისრა ალიმენტის თანხის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. მიუხედავად აღნიშნულისა, გ, მ, დღემდე ჯიუტად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, რის გამოც ალიმენტის გადაუხდელობით გამოწვეული დავალიანება შეადგენს 2100 ლარს.  

 

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გ, მ,-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და მოითხოვა გამართლება.  სასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ალიმენტის გადაუხდელობით დაზარალებულის მიმართ არსებული ვალი 2100 ლარი გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, ბრალდებულის უმუშევრობით და შესაბამისად მატერიალური შემოსავლების არარსებობით.

 

სასამართლობრალდებული გ. მ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია