თბილისის საქალაქო სასამართლომ დაჩი ლომიძეს საახალწლო სურვილი აუსრულა და საოცნებო ველოსიპედი აჩუქა. 10 წლის დაჩიმ თოვლის ბაბუას წერილი მისწერა და ველოსიპედი სთხოვა. დაჩი ლომიძის დედა მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალთა პროგრამაშია ჩართული.
თოვლის ბაბუას დესპანებმა, ამავე პროგრამაში ჩართულ ქალთა შვილების წერილები ადრესატებამდე მიიტანეს. პატარებს სიურპრიზები სხვადასხვა ორგანიზაციებმა მოუწყვეს და სასურველი საჩუქრები გადასცეს. მათთვის საახალწლო სურვილების ასრულება თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო მოხელეთა ასოციაციის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. |