quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულებს მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას გირაო შეეფარდათ

05-02-2015

2015 წლის 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მათ  აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო თითოეულს  3000-3000  ლარის ოდენობით.

მათ ბრალად ედებათ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი და 369-ე მუხლის მესამე ნაწილი 2006 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით)

სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ  მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ  ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, თავს არ არიდებენ საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავთ ოჯახები და მცირეწლოვანი შვილები. ამასთან, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც  მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები - კერძოდ, ბრალდებულების სათანადო ქცევა, მათი გამოცხადება სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებში, ის, რომ ბრალდებულები არ მოახდენენ მტკიცებულებათა განადგურებას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015  წლის 26  მარტს, 15:00 საათზე.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია