quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს

10-02-2015

 

2015 წლის 9 თებერვალს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამატყუნებელი ვერდიქტი მიიღო იოსებ ჭელიძისა და ელვარდი მიმინოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ ზურაბ  გორგაძის მიმართ. მასვე ბრალად ედებოდა  ცეცხლსასროლი იარაღის (ბერეტას სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის (TT-ს სისტემის)  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლოსასჯელის დანიშვნის სხდომაზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე მეორე, ექვსსაათიან დამატებით დროში ერთხმად  მიიღეს. ასევე, ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის (TT-ს სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის (ბერეტას სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს.

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, საქმე ეხება 2014 წლის 12 მაისს, ლისის ტბის დასახლებაში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით  მომხდარ  უთანხმოებას, რომელსაც მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაჭრილი ორი პირი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 17 სხდომა, დაიკითხა დაცვის 3 და ბრალდების 28  მოწმე, ასევე, თავად ბრალდებული, რომელმაც თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში.

 

მხარეთა პოზიციების  გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  გაიმართა. სასამართლომ ზურაბ გორგაძეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში ერთჯერადად, საკასაციო წესით, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას.

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია