quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს პატიმრობა შეეფარდა

09-02-2015

2015 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.

აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება რამდენიმე, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების მოხდენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია