quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

09-03-2015

ს.ს. ,,ქართული ფოლადი”-ს მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, გადახდისუუნარობის საქმე არის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის წარმოებაში. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის მიხედვით, რეაბილიტაცია არის საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით. რეაბილიტაციის მიზანი არ არის მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რეაბილიტაციის გეგმის შესრულება გულისხმობს, როგორც კრედიტორთა დაკმაყოფილებას, ასევე საწარმოს საქმიანობის შენარჩუნებას. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”  საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუშვებელია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი საწარმოს სრული აქტივის რეალიზაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ს.ს. ,,ქართული ფოლადი”-ს მიერ რეაბილიტაციის პროცესში თანხის გადახდის განვადების პირობით, გასხვისებული იქნა საწარმოს სრული აქტივი და ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონების ღირებულების ნაწილიც კი არ არის გადახდილი დღემდე ს.ს. ,,ქართულ ფოლადი”-სთვის.  აღსანიშნავია, რომ სადავო გარიგებით ს.ს. ,,ქართულ ფოლადი”-საგან 3 916 418 ლარად შეძენილი ქონება _ წიდა და ნაცარი მყიდველმა იმავე დღეს 256 178 000 ლარად გაასხვისა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებები ეწინააღმდეგებოდა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რეაბილიტაციის პროცესს, სამეურვეო ქონების რეალიზაციის კანონით დადგენილ წესს (სამეურვეო ქონების რეალიზაცია ხდება აუქციონზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში), საფრთხე ექმნებოდა რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები და გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდ ს.ს. ,,ქართულ ფოლადს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ერთ-ერთი კრედიტორის უპირატესად დაკმაყოფილება შესაძლებელია კრედიტორის მიერ მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ და იმავე და წინა რიგის ყველა კრედიტორის თანხმობით, რა საფუძველიც განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა და მოსარჩელის მოთხოვნის (4553 ლარი 48 თეთრი) უპირატესად დაკმაყოფილებით  დაირღვევოდ წინა და იმავე რიგის კრედიტორთა კანონით გათვალისწინებული უფლებები. შესაბამისად, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი იყო  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით და ს.ს. ,,ქართული ფოლადი”-ს რეაბილიტაციის გეგმით დადგენილი წესით, პირობებით და ვადაში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც მიღწეული იქნებოდ მხოლოდ სადავო გარიგებების ბათილად ცნობით.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით, შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადს” აეკრძალა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებით შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საწარმოს ქონებას და აეკრძალა შ.პ.ს. ,,რუსთავის ფოლადს” სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და რომ, თითქოს სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილებამ გამოიწვია მუშა-მოსამსახურეთა უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში გაშვება. თუ აღნიშნული მოქმედება განახორციელა საწარმოს  ხელმძღვანელობამ, ეს არ უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განჩინება">განჩინებას.  

 

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და სადავო საკითხების განსახილველად, კანონით დადგენილი ვადებში მიმართონ ზემდგომი  ინსტანციის სასამართლოს.

 

      

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია