quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ექსპერტის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

16-03-2015

2015 წლის 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქართველოს სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურში გვამების ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ლევან ჩაჩუას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმე ეხება 2005 წლის 03 თებერვალს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის დასკვნის გაცემას.

კერძოდ, მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარებისას არ განახორციელა გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური დათვალიერება-აღწერა და რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში სრულყოფილად და ობიექტურად არ ასახა გვამების დათვალიერებისას სხეულზე არსებული გამოსაკვლევი საეჭვო კონკრეტული უბნები, რითაც ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 20 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 6 მოწმე, მათგან თავად ბრალდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბრალდებული ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია