quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ე.წ. ,,თხევადი ჰეროინის ტრანზიტის’’ საქმეზე სასამართლომ განაჩენი დაადგინა

17-03-2015

2015 წლის 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ე.წ. ,,თხევადი ჰეროინის ტრანზიტის’’ საქმეზე, ბრალდებულების შეფიქ სემიზოღლუს, ევგენი გორგაძისა და ამჟამად ძებნაში მყოფი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ. სასამართლომ შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჩოშქუნ ბაირამს, შეფიქ სემიზოღლუს და ევგენი გორგაძეს ბრალად ედებოდათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო ჩოშქუნ ბაირამსა და შეფიქ სემიზოღლუს ასევე ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. ხოლო განაჩენი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოგანაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია