quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

20-03-2015

2015 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი, ბრალდებული  როლანდ ახალაია უდანაშაულოდ სცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

როლანდ ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად,  რ. ახალაიამ საოლქო პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისას, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების სანაცვლოდ,  სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩასარიცხ თანხასთან ერთად, მსჯავრდებულთა ახლობლებს  შ.პ.ს. ”სანის” ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა მოსთხოვა. აღნიშნული შ.პ.ს.-ს ანგარიშზე ერთ შემთხვევაში 150 000, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარი ჩაირიცხა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, როლანდ ახალაია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 17 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 15 და დაცვის 5 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია