quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

20-04-2015

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებას, არასრულწლოვან  გ. კახურაშვილის საქმის განხილვასთან დაკავშირებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოწარმოებაშია სახელშეკრულებო დავა მოსარჩელე კახურაშვილების ოჯახსა და მოპასუხეებს:  ს/ს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალსა”  და ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილს შორის.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2009 წლის 4 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან მათი მოსაზრებით მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ არიან კანონიერი წამომადგენლები, არ გააჩნდათ მათი სრულწლოვანი">არასრულწლოვანი შვილის ქონების განკარგვის უფლებამოსილება.

 

აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც მოპასუხეებს გადაეცათ კახურაშვილის წარმომადგენლების დაზუსტებული სამართლებრივი მოსაზრებები. სხდომაზე მოპასუხეებმა მოითხოვეს დამატებითი დრო ამ პოზიციის გასაცნობად. გიორგი კახურაშვილის წარმომადგენელმა ითხოვა, რომ სასამართლოს გამოეცხადებინა შესვენება  10 წუთით და ეს პერიოდი მოპასუხეებს გამოეყენებინათ წარმოდგენილი მოსაზრებების წასაკითხად, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და განმარტა, რომ ამ ვითარებაში იგი ვერ შეძლებდა მასალების სრულყოფილად გაცნობას. სასამართლომ, მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულად გამოაცხადა და საქმეზე მთავარი სხდომა დანიშნა პირველივე თავისუფალ დღეს 2015 წლის 4 ივნისს.

 

სასამართლოში საქმისწარმოება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მიმდინარეობს და მცადრია ორგანიზაციის მოსაზრება, თითქოს სხდომის გადადება შეკრებილი მოქალაქეების სიმრავლემ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მონიტორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასწრებამ გამოიწვია.

 

 

 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია