quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ მიხეილ გრძელიშვილის მიმართ განაჩენი დაადგინა

21-04-2015

 

2015 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დიჯეი-დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ გრძელიშვილის მიმართ.

მიხეილ გრძელიშვილს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა და ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა მ. გრძელიშვილმა  თავი არ  სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - გამოიყენა დუმილის უფლება. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითად  განხილვისას  საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ  მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.   ვინაიდან მიხეილ გრძელიშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, 

სასამართლომ  მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 9 სასამართლო სხდომა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების 20 და დაცვის 2 მოწმე.

 

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია