quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო

07-05-2015

2015 წლის 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებული გიორგი ცომაია უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მას ბრალად ედებოდა პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2014 წლის 14 აგვისტოს, ქ თბილისში, გიორგი ცომაია თავს დაესხა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს გამომძიებელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმა. 

სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიდა პირიდამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. შესაბამისად, სასამართლომ გიორგი ცომაია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა 16 სასამართლო პროცესი, დაიკითხა ბრალდების 14 და დაცვის მხარის 5 მოწმე

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია