quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ფეხბურთელების საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

07-05-2015

 

2015 წლის 7 მაისს, თბილისის  საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში, ბრალდებულები გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.

დავით გენძეხაძეს, გიორგი კუხალაშვილს, იოსებ გიოშვილს, ომარ ნაკაიძეს და გიგა ბურჯანაძეს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით; ხოლო გიორგი გოდერიძესა და თემურ სანიკიძეს პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის მიერ უკანონოდ ფულის მიღება შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, ოთარ შენგელიას კი პროფესიული სპორტული შეჯიბრების გუნდის ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ ფულის მიღება შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ  მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდებულებს შეუფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად განუსაზღვრა 30 დღე. 

ბრალდებულ დავით გენძეხაძეს, გიორგი კუხალაშვილს, იოსებ გიოშვილს, ომარ ნაკაიძეს და გიგა ბურჯანაძეს შეუფარდა გირაო თითოეულს 20 000 ლარის ოდენობით, გიორგი გოდერიძესა და თეიმურაზ სანიკიძეს თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო ოთარ შენგელიას 15 000 ლარის ოდენობით. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2015  წლის 18 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია