quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ადმინისტრაციული სამართალწარმოებები კახა კუკავასა და სხვათა მიმართ დასრულდა

08-05-2015

2015 წლის 7 მაისს დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება">სამართალწარმოება კახა კუკავას, ბეჟან გუნავას, ირაკლი ღლონტისა და ნიკო კირვალიძის მიმართ. ადმინისტრაციული დავა წვრილმანი ხულიგნობისა (სასკ-ის 166) და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (სასკ-ის 173) მიმდინარეობდა.

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 2015 წლის 29 აპრილს კახა კუკავა, ბეჟან გუნავა, ირაკლი ღლონტი და ნიკო კირვალიძე, ქ თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩისა და აბასთუმნის ქუჩის კვეთასთან, ხელს უშლიდნენ რა ”სიტი პარკს” საჯარიმოზე გადაეყვანა მანქანა, იგინებოდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს, რითაც არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და წვრილმანი ხულიგნობისა (სასკ-ის 166) და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (სასკ-ის 173) მიმდინარე წარმოება">სამართალწარმოება შეწყვიტა კახა კუკავას, ირაკლი ღლონტისა და ნიკო კირვალიძის მიმართ. ბეჟან გუნავას მიმართ კი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, გამოყენებულ იქნა შენიშვნა, ხოლო სასკ-ის 173 მუხლით მიმდინარე წარმოება">სამართალწარმოება შეწყდა.

დღესვე, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაასრულა მეორე ადმინისტრაციული დავა, რომელიც, ასევე, ბეჟან გუნავასა და კახა კუკავას მიმართ მიმდინარეობდა, წვრილმანი ხულიგნობისა (სასკ-ის 166) და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (სასკ-ის 173) ფაქტებზე. 

საქმის მასალების თანახმად, აღნიშნულმა პირებმა, ქ. თბილისში, გადაკეტეს ცაბაძის ქუჩის სავალი ნაწილი, რითაც დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაემორჩილნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მოთხოვნებს.

აღნიშნულ საქმეზე, სასამართლოს დადგენილების თანახმად, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება">სამართალწარმოება შეწყდა, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე კ. კუკავასა და ბ. გუნავას მიმართ, გამოყენებულ იქნა შენიშვნა.

სასამართლოდადგენილება">დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით გამოტანიდან 10 დღის განმავლობაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია